''ცხინვალმა'' ''გურია'' დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

''ცხინვალმა'' ''გურია'' დაამარცხა



საქართველო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ''ცხინვალმა'' საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ''ბასაზე'' ლანჩხუთის ''გურიას'' უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ანგარიში თორნიკე გორგიაშვილმა გახსნა. ''გურიამ'' წონასწორობა არტაგ ალექსეიანის გოლით აღადგინა. მეორე ტაიმის მიწურულს თავი ნიკა ნოზაძემ გამოიჩინა და ''ცხინვალი'' დააწინაურა. მატჩის საბოლოო ანგარიში სოსო ჩახნაშვილმა დააფიქსირა. ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა (კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ბეჭვაია, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი მეორე ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, ნოზაძე, მახარობლიძე, გორელიშვილი, ლობჯანიძე, ჩახნაშვილი.

ნინი ვაშაკიძე

ს.კ ''ცხინვალის'' ფოტო


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები