გვარდიოლა: "ბერლინში "ბაიერნს" ჩინებული ფინალი ელოდება"


გვარდიოლა:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი გუნდის თამაშით გერმანიის თასზე ძალიან კმაყოფილია. "რეკორდმაისტერმა" შინ ბრემენის "ვერდერი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. ჩვენ გველის მშვენიერი ფინალი ბერლინში. "ვერდერმა" გერმანიის თასიდან "მ.ბორუსია" და "ბაიერი" გამოაგდო. ამიტომ ვიცოდით, რომ ჭკვიანი მეტოქე გვყავდა. ვცდილობდით, მაქსიმალურად აგრესიულად გვეთამაშა. საკმარისი მომენტებიც შევქმენით", – დაასრულა პეპმა. "ბაიერნის" მეტოქის ვინაობა ფინალისთვის დღეს ბერლინში გაირკვევა, სადაც "ჰერტა" და დორტმუნდის "ბორუსია" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. წყარო: GOAL.COM

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები