დიასამიძის დუბლით ლოკომოტივმა ცხინვალი დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიასამიძის დუბლით ლოკომოტივმა ცხინვალი დაამარცხა


დიასამიძის დუბლით ლოკომოტივმა ცხინვალი დაამარცხა

უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, კახა კაჭარავას "ცხინვალმა", თბილისის "ლოკომოტივს" "მიხეილ მესხი 2"-ზე უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1-2 დამარცხდა.

შეხვედრა, ესპანელი სპეციალისტის გუნდმა აქტიურად დაიწყო. მე-2 წუთზევე რევაზ ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი გიორგი ნადირაძის კარის ძელს მოხვდა. მე-10 წუთზე "ლოკომოტივმა" დაწინაურებაც მოახერხა. ჩიტეიშვილის კარგი მოქმედების შემდეგ, ამ უკანასკნელმა ბურთი გიორგი დიასამიძეს გადასცა, სტუმართა ათიანმა, ტექნიკური მოძრაობით, ვაკო ბაჩიაშვილი ჩამოიშორა და ნადირაძის კარი დალაშქრა.

ძალიან მალე, მე-13 წუთზე "ცხინვალს" წონასწორობის აღდგენა შეეძლო. ლაშა ქოჩლაძემ ოსტატური გადაცემით გიორგი კახელიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა გამოცდილ შემტევს რევაზ თევდორაძემ აჯობა.

მეორე ტაიმში თამაში შედარებით დაწყნარდა. 61-ე წუთზე გიორგი დიასამიძემ დუბლის გაფორმება და "ლოკომოტივის" ხეირიანად დაწინაურება შეძლო.

"ცხინვალი" მეორე გაშვებული გოლის შემდეგ აქტიურად ცდილობდა ბურთის გაქვითვასაც კი, მაგრამ არ გამოსდიოდა. მასპინძლებმა ეს მხოლოდ შეხვედრის ბოლოს, მე-80 წუთზე შეძლეს. ჯაბა დვალმა შეხვედრას საბოლოო ანგარიში დაუსვა.

"ცხინვალი" 1-2 "ლოკომოტივი"

გოლი: დვალი '80 - დიასამიძე '10, '61

"ცხინვალი": ნადირაძე, მახარობლიძე, ქარდავა, ბაჩიაშვილი, თომაშვილი(კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ცერცვაძე, კახელიშვილი(შინდაგორიძე), სულთანიშვილი, ქოჩლაძე(მაქაცარია), დვალი

"ლოკომოტივი": თევდორაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე, კიკაბიძე(ქიქავა), ხიდესელი, გაბაძე, არდაზიშვილი(ზარანდია)

გაფრთხილება: ხიდეშელი, გაბაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები