ტორპედომ სეზონის პირველი გამარჯვება ცხინვალთან მოიპოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტორპედომ სეზონის პირველი გამარჯვება ცხინვალთან მოიპოვა


ტორპედომ სეზონის პირველი გამარჯვება ცხინვალთან მოიპოვა

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის თეთრი ჯგუფის მე-6 ტურის შეხვედრაში, "რამაზ შენგელიაზე" ქუთაისის "ტორპედომ" "ცხინვალი" დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

კახი კაჭარავას შეგირდებმა ანგარიში ძალიან სწრაფად გახსნეს. მე-5 წუთზე სტუმრები გიორგი კახელიშვილმა დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე ბექა ტუღუშმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.

67-ე წუთზე ქუთათურებმა დაწინაურებაც მოახერხეს. "დინამოს" ყოფილმა მცველმა, გიორგი გურულმა თავისივე სეხნიას, გიორგი ნადირაძის კარი დალაშქრა. საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა და იმერლებს სეზონის პირველი 3 ქულა გაუნაღდა.

"ტორპედო" 3:1 "ცხინვალი"

გოლი: ტუღუში 37', გურული 67', კაპანაძე 69' - კახელიშვილი 5'

„ტორპედო“: კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, მამასახლისი, ფალავანდიშვილი, დოლიძე, ბაბუნაშვილი (საღრიშვილი,73), ტუღუში (ენდელაძე ,76), კვერნაძე (კაპანაძე,57)

„ცხინვალი“: ნადირაძე (კაპ), მაისაშვილი, მახარობლიძე, ქარდავა, სულთანიშვილი (შინდაგორიძე,19), ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (გაბრიჩიძე, 72), კახელიშვილი (მაქაცარია,81), დვალი

გაფრთხილება: მახარობლიძე, ქოჩლაძე, ცერცვაძე, კახელიშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები