დვალმა ცხინვალს მოაგებინა, კუტალიამ - შუქურას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დვალმა ცხინვალს მოაგებინა, კუტალიამ - შუქურას


დვალმა ცხინვალს მოაგებინა, კუტალიამ - შუქურას

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის თეთრი ჯგუფის მე-8 ტურის შეხვედრა.

"მიხეილ მესხი 2"-ზე კახი კაჭარავას "ცხინვალმა" "გურიას" უმასპინძლა. ანგარიში 22-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი ადევანდრო და სილვამ გაიტანა. 72-ე და 85-ე წუთებზე "გურიას" კარში დუბლი ჯაბა დვალმა შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:1.

"ჩელე არენაზე" ქობულეთის "შუქურამ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. ანგარიში 35-ე წუთზე ლევან კუტალიამ გახსნა. ანგარიშის გათანარება კახა ჩხეტიანის შეგირდებმა 70-ე წუთზე შეძლეს. ოლეგ მამასახლისმა ზღვისპირელთა კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეარხია, თუმცა 87-ე წუთზე კუტალიამ დუბლი გაიფორმა და "შუქურას" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ფოტო: ს.კ ცხინვალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები