მონტელა: "მონტოლივო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თითქმის შეუცვლელიც" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "მონტოლივო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თითქმის შეუცვლელიც"


მონტელა:
"მილანის" მთავარმიმწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა გუნდის კაპიტნის, რიკარდო მონტოლივოს დაკარგვას უდიდეს დანაკარგად მიიჩნევს, რომელმაც ჯვარედინი მყესები დაიზიანა.

"ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, რადგან რიკარდო შესანიშნავ ფორმაში იყო. მონტოლივო ჩვენთვის აუცილებელი და თითქმის შეუცვლელი ფეხბურთელია. ეს იქნება დიდი დანაკლისი, როგორც ჩვენთვის, ასევე მსთვისაც, ფსიქოლოგიურ დონეზე", - განაცხადა მონტელამ.

ექიმების დიაგნოზით, ესპანეთთან(1:1) მიღებული ტრავმის გამო იტალიელ ნახევარმცველს 5-6 თვით უქმობა მოუწევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები