შუქურამ გურია დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შუქურამ გურია დაამარცხა


შუქურამ გურია დაამარცხა
უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის მე-9 ტურის თეთრი ჯგუფის შეხვედრაში, "ჩელე არენაზე" "შუქურამ" ლანჩხუთის "გურიას" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

თამაში გურულთა აქტიურობით დაიწყო და 25-ე წუთზე დამსახურებული გოლიც გაიტანეს. ანგარიში დავით კირკიტაძემ გახსნა, თუმცა ტაიმის მიწურულს "გურიას" კობა შალამბერიძემ გასახდელში გაატანა ბურთი - მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს.

აქტიური იყო "შუქურა" მეორე ტაიმის დასაწყისიდან, რაც ირაკლი კომახიძის გატანილი გოლით დაგვირგვინდა 47-ე წუთზე. მატჩის საბოლოო ანგარიში, შეხვედრის დამატებით დროში, გიორგი ჭანუყვაძემ დააფიქსირა - 3:1.

"შუქურა" 3-1 "გურია"

გოლი: შალამბერიძე '45, კომახიძე '47, ჭანუყვაძე '90 - კირკიტაძე '25

გაფრთხილება: მირცხულავა, მალანია - და სილვა, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები