ნადირაძე: "რთულია, როცა გუნდში ხელფასი მხოლოდ 11 ფეხბურთელს აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნადირაძე: "რთულია, როცა გუნდში ხელფასი მხოლოდ 11 ფეხბურთელს აქვს"


ნადირაძე:

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის მეცხრე ტურის თეთრი ჯგუფის შეხვედრაში, "დინამო თბილისმა" საკუთარ კედლებში "ცხინვალს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ GOAL.GE-სთან კომენტარი "ცხინვალის" კაპიტანმა, გიორგი ნადირაძემ გააკეთა.

"როგორც ველოდით, "დინამოს" წინააღმდეგ დაძაბული თამაში იქნებოდა, თუმცა ყველანაირად ვეცადეთ, მობილიზებული ვყოფილიყავით. მართალია, მოსაგებად გავედით, მაგრამ დღევანდელი დღე წარმატებულია, რადგან "დინამო არენაზე" სტუმრად 1 ქულა ყველასთვის მისაღებია. ამას უარყოფითად ვერ ჩავთვლი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილზე ვართ, ერთით ნაკლები თამაში გვაქვს, თანაც სახლში ვთამაშობთ და მცირე უპირატესობა გვაქვს".

გუნდში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე...

"ფინანსურად, ისევ ვერ არის დალაგებული სიტუაცია, იქედან გამომდინარე, რომ გუნდში მხოლოდ 11 კაცს გვაქვს ხელფასი და ეს ძალიან რთულია. ფინანსურად ნამდვილად არის გუნდში პრობლემები, თუმცა ხელმძღვანელობა ხელს ნამდვილად გვიწყობს იმაში, რომ საშუალება გვეძლევა "ბასაზე" ვარჯიშის", - დაასრულა ნადირაძემ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ცხინვალი ნადირაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები