ავტორიზაცია

მოურინიო "რეალის" "ბორუსიასთან" შეხვედრის წინ აბრამოვიჩს შეხვდა

მოურინიო "რეალის" "ბორუსიასთან" შეხვედრის წინ აბრამოვიჩს შეხვდა
თარიღი 25 აპრ 2013, 20:28
"რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" დაბრუნებასთან დაკავშირებული სიახლეები კვლავ ვრცელდება. ტელეკანალ CNN-ის ინფორმაციით, გუშინ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის დაწყების წინ პორტუგალიელი სპეციალისტისა და "არისტოკრატების" მფლობელის რომან აბრამოვიჩის შეხვედრა შედგა. მოურინიომ რუს მილიარდერს რამოდენიმე ახალი პირობა წაუყენა, მათ შორის მადრიდის "ატლეტიკოს" 27-წლის ფორვარდის რადამელ ფალკაოს შეძენა. საინტერესოა, გუშინვე გახდა ცნობილი, რომ "ჩელსი" კოლუმბიელ თავდამსხმელში 46 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას დათანხმდა. წყარო: "sport-express"