სიონმა დილას მნიშვნელოვანი ბრძოლა მოუგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიონმა დილას მნიშვნელოვანი ბრძოლა მოუგო


სიონმა დილას მნიშვნელოვანი ბრძოლა მოუგო

უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის "წითელი ჯგუფის" მეათე ტურში "თამაზ სტეფანიაზე" ბოლნისის "სიონმა" გორის "დილას" უმასპინძლა.

ლადო ბურდულის შეგირდებმა საქმე პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში 24-ე წუთზე დავიდ ვოლკოვმა გახსნა. უკანასკნელმა მიხეილ მუჯრიშვილის კარის ბადე პენალტის საშუალებით შეარხია. მეორე გოლი კი მალევე, 6 წუთში ირაკლი სიხარულიძემ გორელებს მეორე გოლი გაუტანა და "სიონმა" უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

მე-10 ტურის შემდეგ "სიონი" 8 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ხოლო გორის "დილას" მე-5 ადგილი 10 ქულით უჭირავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები