უმაღლესი ლიგა - მეთორმეტე ტური


უმაღლესი ლიგა - მეთორმეტე ტური
5-6 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართება. გულშემატკვირებს ტურის ექვსივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ, ქობულეთის "შუქურასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია განახორციელბს, დანარჩენი ხუთი მატჩისას კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ქობულეთი უმასპინძლებს. „ჩელე არენაზე“ ფოთის „კოლხეთი“ წითელი ჯგუფის ლიდერს და უშუალო კონკურენტს, „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა, იმერლებს 21 ქულა აქვთ, ფოთელებს კი, 18. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის სამტრედიაში გამართული შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საინტერესო შეხვედრა გაიმართება გორშიც, „თენგიზ ბურჯანაძე“ ადგილობრივი „დილა“ თბილისის „საბურთალოს“ დაუხვდება. პირველი წრის მატჩი საბურთალოელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს, თბილისელები 12 ქულით მეოთხეზე არიან, გორელებს კი, 10 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ.

ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის „გურიას“ მიიღებს. ორივე გუნდი სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაშია და აქედან გამომდინარე მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ლანჩხუთელები 11 ქულით მეხუთე ადგილზე არიან, ქუთაისელები კი, 9 ქულით მეექვსეზე.

უმაღლესი ლიგის დარჩენილ 3 შეხვედრაში ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, თბილისის „ლოკომოტივი“ კი, „ცხინვალს“. ამ მატჩებშიც დაძაბულ ბრძოლებს ველით, რადგან არცერთ გუნდს არ აქვს განაღდებული თავისი პროგრამა-მინიმუმი.

რაც შეეხება ბოლო წყვილს: „ზუგდიდი“ ბოლნისის „სიონთან“ სამტრედიაში გაარკვევს უძლიერესის ვინაობას. სამწუხაროა, რომ ფოთისა და საჩხერის მოედნების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახლა უკვე იძულებული გახდა, ზუგდიდელთა არენაზეც შეაჩეროს უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება.

ამინდების გაუარესებასთან ერთად, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება მომავალშიც გააგრძელებს მოედნების აქტიურ მონიტორინგს, რათა გუნდებს საშუალება მიეცეთ, მაქსიმალურად უკეთეს საფარზე მოუწიოთ დარჩენილი გადამწყვეტი მატჩების გამართვა.

ზუგდიდის ზედა ეწერის სტადიონი 2 ნოემბერს საშეჯიბრო განყოფილების მიერ ჩატარებული მოედნის ინსპექტირების დროს:

უმაღლესი ლიგა - მეთორმეტე ტური


უმაღლესი ლიგა - მეთორმეტე ტური

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები