უმაღლესი ლიგა - ჯგუფური ეტაპი დასრულდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა - ჯგუფური ეტაპი დასრულდა


უმაღლესი ლიგა - ჯგუფური ეტაპი დასრულდა
რამდენიმე ქალაქში დრამატული გამოდგა საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩები.

დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ლიგის მე-12, ბოლო ტური გაიმართა და 2016 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

თეთრ ჯგუფში პირველი ადგილი "ჩიხურამ" დაიკავა, წითელ ჯგუფში კი "სამტრედიამ". ეს ორი გუნდი ერთმანეთს ფინალში შეხვდება და იქ გაარკვევენ ჩემპიონის ბედს.

პირველ ლიგაში "ზუგდიდი" და "ცხინვალი" ოფიციალურად დაქვეითდნენ. ასევე, გასავარდნ ზონაში დაასრულეს ასპარეზობა "დილამ", "სიონმა", "გურიამ" და "შუქურამ". ისინი ფლეი ოფში იბრძოლებენ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.

ევრო ტურნირებისთვის 3 გუნდი იბრძოლებს, "საბურთალო", "დინამო" და "დინამო ბათუმი".

ჩიხურა 4:1 ცხინვალი
თეთრი ჯგუფის გამარჯვებულმა, "ჩიხურამ" "ცხინვალს" უმასპინძლა და მეტოქე 4:1 გაანადგურა. 29-ე წუთზე ანგარიში გიორგი გაბედავამ გახსნა. ამის შემდეგ, დიმიტრი ტატანაშვილმა დუბლი გაიფორმა. 68-ე წუთზე მაქაცარიამ ანგარიში 3:1 გახადა. საბოლოო წერტილი კი "ჩიხურამ" 90-ე წუთზე დასვა, 4:1

ლოკომოტივი 1:1 შუქურა

სასწაული მატჩი გაიმართა მიხეილ მესხზე, სადაც "შუქურამ" ლამის "ლოკომოტივი" დაამარცხა და უმაღლეს ლიგის საგზური აართვა.

ანგარიში 25-ე წუთზე კობა შალამბერიძემ გახსნა და ქობულეთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ.

თუმცა "ლოკომოტივმა" საბოლოოდ მაინც შეძლო გათანაბრება. 78-ე წუთზე გოლი რატი არდაზიშვილმა გაიტანა.

ტორპედო 0:1 დინამო
ქართულ კლასიკოში გამარჯვებული "დინამო" დარჩა. ერთადერთი გოლი შეხვედრაში გიორგი ზარიამ 27-ე წუთზე გაიტანა. ამრიგად, "დინამომ" ევრო ტურნირებზე მოხვედრის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება "ტორპედოს", მათ თასი მოიგეს და ევროპა ლიგაზე ავტომატურად გავიდნენ.

ზუგდიდი 0:5 სამტრედია
წითელი ჯგუფის ლიდერი, "სამტრედია" აუტსაიდერ "ზუგდიდს" ესტუმრა და მეტოქე 0:5 გაანადგურა. გოლები ზივზივაძემ (2), არაბულმა(2) და გოგიაშვილმა გაიტანეს.

დინამო ბათუმი 0:1 საბურთალო
გასაკვირია, რომ ბათუმის "დინამო", რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, ბოლო ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ, "საბურთალოსთან" დამარცხდა, თანაც შინ.

ამ გამარჯვებით, "საბურთალო" უმაღლეს ლიგაში დარჩება, გორის "დილა" კი ფლეი ოფში გადავა.

"დინამოსა" და "საბურთალოს" შეხვედრაში ერთადერთი გოლი სანტი ჯარამ გიატანა.

დილა 1:0 კოლხეთი
მართალია, გორელებმა ფოთელები დაამარცხეს, თუმცა მათ მოპოვებულმა 3-მა ქულამ არ უშველა. "დილას" მაინც მოუწევს ფლეი ოფში თამაში.

ფაქტია, რომ გორელები არ ელოდნენ ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მარცხს.

დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი დავით კაპანაძემ გაიტანა.

უმაღლესი ლიგა - ჯგუფური ეტაპი დასრულდა

უმაღლესი ლიგა - ჯგუფური ეტაპი დასრულდა

ლურჯი - ჩემპიონობისთვის ბრძოლა
ცისფერი - ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა
წითელი - უმაღლესი ლიგის ფლეი ოფი
მუქი წითელი - პირველ ლიგაში გავარდნა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები