ცხინვალის ფეხბურთელების ვიზიტი სოფელ ნიქოზში


ცხინვალის ფეხბურთელების ვიზიტი სოფელ ნიქოზში
27 ნოემბერს, სოფელ ნიქოზის საფეხბურთო გუნდთან, სტუმრად ცხინვალის ცხინვალის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

გიორგი ნადირაძემ, ჯაბა დვალმა და გიორგი ცერცვაძემ ნიქოზის გუნდის ფეხბურთლები მოინახულეს, მათ ვარჯიშს დაესწრნენ და ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასაცეს.

ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელებმა, ცხინვალის წევრებისგან ლიონელ მესის წიგნები და ცხინვალის კაშნეები მიიღეს.

გიორგი ნადირაძემ, ჯაბა დვალმა და გიორგი ცერცვაძემ ნიქოზელ ბავშვებთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს, შემდეგ კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ცხინვალის კაპიტანი, გიორგი ნადირაძე ამბობს, რომ საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაცია, სწორედ მსგავსი დასახლებებიდან უნდა დაიწყოს.

''პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ფეხბურთი სწორედ ასეთი სოფლებიდან და დასახლებებიდან უნდა განვითარდეს.

ჩვენი ნიქოზში ჩამოსვლა სწორედ ამან განაპირობა, რომ აქ მცხოვრები ბავშვებისთვის მოტივაცია შეგვექმნა.

მთავარია, რომ ამ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის სურვილი და ხალისი ჰქონდეთ. ვფიქრობ, ჩვენი აქ ჩამოსვლით ისინი გავახალისეთ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ვიზიტით და ვეცდებით, უყურადღებოდ არც სხვა სოფლების გუნდები დავტოვოთ.'' - ამბობს ნადირაძე.

ნიქოზში ვიზიტის შესახებ ჯაბა დვალმაც ისაუბრა.

''მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელში ბავშვები ფეხბურთით და სპორტით იყვნენ დაკავებულნი. ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და შესაბამისად ამ ბავშვებსაც უყვართ.

მიხარია, რომ ამ ბავშვებთან ერთად ვართ და ასევე სასიამოვნოა ისიც, რომ ფონდი არველაძე მათ ეხმარება და მსგავს პროექტებს ანხორციელებს. ნიქოზსა და არამარტო ამ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და კარგი იქნება, რომ მათ შესაბამისი ხეშეწყობა ჰქონდეთ.'' - თქვა ჯაბა დვალმა.

სოფელ ნიქოზში, საფეხბურთო გუნდი ფონდ არველაძის ინიციატივით დაფუძნდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ მეტრეველია, რომელიც ბავშვებს კვირაში სამი დღე ავარჯიშებს.

პროექტ საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში, საფეხბურთო გუნდები შიდა ქართლის კიდევ 14 სოფელში შეიქმნა. პროექტის მიზანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

ცხინვალის ფეხბურთელების ნიქოზში ვიზიტის ხელშეწყობისთვის, გვინდა მადლობა გადავუხადოთ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასა და საფეხბურთო კლუბ ცხინვალს.

საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში, ფონდი არველაძე, მომავალში სხვადასხვა სოფლებსა და დასახლებებში მცხოვრები ფეხბურთელებისთვის მასტერკლასების ორგანიზებას უზრუნველყოფს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები