პლეი-აუტის პირველი მატჩები


პლეი-აუტის პირველი მატჩები
1 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის მატჩები გაიმართა.

ბოლნისის „სიონმა“ საკუთარ მოედანზე ქობულეთის „შუქურა“ მიიღო. შეხვედრა, მოლოდინისამებრ, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, ქობულეთელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ირაკლი კომახიძემ მეტოქის კარი შორეული საჯარიმო დარტყმით აიღო. ბოლნისელებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს, მე-16 წუთზე დავით სვანაძემ გაიტანა. მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, მე-18 წუთზე გოდვინ კონიეჰამ აჭარლები კვლავ დააწინაურა. „სიონმა“ წონასწორობა პირველი ტაიმის მიწურულს აღადგინა, 45-ე წუთზე თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. მეორე ნახევარში არმაზ ჯელაძის გუნდმა მესამე ბურთიც გაიტანა და დაწინაურებაც მოახერხა, 72-ე წუთზე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი გიორგი ვასაძემ გაახარა. ქობულეთელები გაშვებულმა გოლებმა არ დააბნია და 84-ე წუთზე კობა შალამბერიძემ მესამედ აიღო მეტოქის კარი. მატჩის ბედიც მალევე გადაწყდა, 85-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი შეხვედრა მოაგებინა. საპასუხო შეხვედრა 6 დეკემბერს ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართება.

პლეი-აუტის მეორე შეხვედრაში ლანჩხუთის „გურიამ“ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გორელებმა გოლის გატანა მეორე ნახევარში მოახერხეს, 56-ე წუთზე თავი კოფი დან კოვამ გამოიჩინა. გატანილი გოლის შემდეგ, 78-ე წუთზე უჩა სოსიაშვილის გუნდმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ ლუკა რაზმაძემ სტანდარტი არაზუსტად შეასრულა. „დილამ“ მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა, 83-ე წუთზე მეტოქის კარი რამარიკ ეტოუმ აიღო. საპასუხო მატჩი ასევე 6 დეკემბერს გოლის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სიონი - შუქურა 4:3

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

სიონი: მერლანი, ფოფხაძე (46’ კობახიძე), ხურცილავა (90’ გიორბელიძე), სვანიძე, თოთაძე, კასრაძე, ძარია, ჯანელიძე (66’ ვასაძე), გაფრინდაშვილი, სიხარულიძე, ვოლკოვი

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

შუქურა: ჯიოევი, ადამაძე, მირცხულავა, ჭეჟია, ჩაჩუა, გურული (80’ საბაძე), კუტალია, კონიეჰა (56’ მამულაშვილი), კომახიძე, ბერიაშვილი (75’ შალამბერიძე), ჯეფინიო

მთ. მწვრთნელი: გია გურული

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ს. სპიცინი, ტ. რუხაია, ჯ. ხორავა, დ. ხარიტონაშვილი

გაფრთხილება: 40’ ჯანელიძე (სიონი), 44’ ჩაჩუა, 47’ ბერიაშვილი, 59’ ჭეჟია (სამივე შუქურა)

გაძევება: 86’ შალამბერიძე, 86’ მალანია (ორივე სიონი)

გოლები: 0:1 კომახიძე (9), 1:1 სვანიძე (16), 1:2 კონიეჰა (18), 2:2 სიხარულიძე (45), 3:2 ვასაძე (72), 3:3 შალამბერიძე (84), 4:3 სიხარულიძე (85)



გურია - დილა 0:2

ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“

გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჩადუნელი, თევზაძე (80’ ბარბაქაძე), კაბორე, ნოზაძე, ფელიპე, კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი (68’ იმნაძე), დინიზი

მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

დილა: მუჯირიშვილი, სალუქვაძე, ღონღაძე, დან კოვა, ქარქუზაშვილი, სამხარაძე (62’ ეტოუ), რაზმაძე, ერისთავი (86’ ჩახვაშვილი), წიქარიძე, ნონიკაშვილი, ელიაური (90’ კალანდარიშვილი)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ი. უკლება, ი. ხერხაძე, დ. სანოძე, პ. მაჭარაძე

გაფრთხილება: 16’ წიქარიძე, 23’ ელიაური (ორივე დილა), 27’ ნოზაძე (გურია), 30’ ნონიკაშვილი (დილა), 61’, 67’ ჭეიშვილი, 76’ თევზაძე (ორივე გურია), 80’ დან კოვა (დილა)

გაძევება: 67’ ჭეიშვილი (გურია)

გოლები: 0:1 დან კოვა (56), 0:2 ეტოუ (81)

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები