შუქურა და დილა დარჩნენ - სიონი და გურია გავარდნენ


შუქურა და დილა დარჩნენ - სიონი და გურია გავარდნენ
დასრულდა უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის განმეორებითი ორივე შეხვედრა, რომელშიც ჩემპიონატიდან 2 გავარდნილი გუნდი გაირკვა.

ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ადგილობრივმა "შუქურამ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 40-ე წუთზე გიორგი გურულმა გახსნა. შეხვედრას წერტილი 90-ე წუთზე ლევან კუტალიამ დაუსვა. პირველი დაპირისპირება ბოლნისში 4:3 დასრულდა, საერთო ჯამში ზღვისპირელებმა 5:4 იმარჯვეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი მოიპოვეს.

მეორე თამაში გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" გაიმართა. შეხვედრა უგოლოდ, 0-0 დასრუდა, ხოლო სტუმრად გატანილი 2 ბურთით უჩა სოსიაშვილის შეგირდები ჩემპიონატში დარჩნენ.

მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგიდან ზუგდიდი, ცხინვალი, სიონი და გურია გავარდნენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები