ავტორიზაცია

მესიმ "ბარსელონას" ვარჯიში გამოტოვა

მესიმ "ბარსელონას" ვარჯიში გამოტოვა
თარიღი 27 თებ 2013, 23:38
ლიონელ მესიმ "ბარსას" დღევანდელი ვარჯიში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა. "ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, დღეს დილით არგენტინელ ფეხბურთელს სიცხემ აუწია. კლუბის ექიმებეი იძულებულები გახდნენ, რომ მესი ვარჯიშიდან მოეხსნათ. მოსალოდნელია, რომ ლეო ვარჯიშებს პარასკევს განაახლებს. ასე რომ, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შაბათს გასამართ შეხვედრაში ის მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ვარჯიში გამოტოვა ჩავიმაც. ესპანელმა ნახევარმცველმა დღეს ფიზიოთერაპევტთან გაიარა შემოწმება. რაც შეეხება ალექს სონგს, ის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.