რომელი გუნდები ითამაშებენ პრო ლიგასა და პრო ლიგა 1-ში?


რომელი გუნდები ითამაშებენ პრო ლიგასა და პრო ლიგა 1-ში?
დასრულდა, უმაღლესი ლიგის 2016 წლის სეზონის ძირითადი ფაზა და ოფიციალურად გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პრო ლიგასა და პრო ლიგა 1-ში იასპარეზებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შიდა ჩემპიონატის სისტემა შეცვალა. კერძოდ კი დაარსდა პრო ლიგა და პრო ლიგა ერთი, სადაც უძლიერესი გუნდები იბრძოლებენ.

ასევე, უმაღლეს დივიზიონში, ანუ პრო ლიგაში 16-ის ნაცვლად 10 გუნდი იასპარეზებს. 10 გუნდი იქნება პრო ლიგა 1-შიც.

ლევან კობიაშვილი აანონსებდა, რომ საერთო ჯამში საქართველოს 20 ძლიერი გუნდი ეყოლებოდა.

გთავაზობთ იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც პრო ლიგასა და პრო ლიგა 1-ში ითამაშებენ.

პრო ლიგა

1. სამტრედია
2. ჩიხურა
3. დინამო ბათუმი
4. დინამო თბილისი
5. ტორპედო
6. ლოკომოტივი
7. საბურთალო
8. კოლხეთი
9. დილა
10. შუქურა

პრო ლიგა 1

1. სიონი
2. ზუგდიდი
3. გურია
4. ცხინვალი
5. ვიტ ჯორჯია
6. გაგრა.
7. რუსთავი
8. სამგურალი
9. მერანი
10. მეშახტე

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები