საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს!


საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს!
დასრულდა უმაღლესი ლიგის ფინალური მატჩის განმეორებითი შეხვედრა "დინამო არენაზე", სადაც საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედიას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2-2 მორჩა და გია ცეცაძის გუნდი გაჩემპიონდა.

ანგარიშის გახსნა სოსო ფრუიძის შეგირდებს მატჩის დასაწყისში შეეძლო. გიორგი რეხვიაშვილის საჯარიმო დარტყმა მე-16 წუთზე მიგინეიშვილის კარს დიდი მანძილით აცდა.

მეორედ მასპინძლებმა ცეცაძის გუნდს სახიფათოდ 26-ე წუთზე შეუტიეს. გიორგი განუგრავას შორეული გასროლა სამტრედიას კარს ზემოდან გადაცდა.

41-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა საჯარიმოში ფიზიკური ორთაბრძოლისას ბუდუ ზივზივაძე წააქცია, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბაჩანა არაბულმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად აქცია.

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს!


59- წუთზე "სამტრედიამ" შეხვედრის ინტრიგა მოკლა. "სამტრედიის" კაპიტანმა, გიორგი დათუნაშვილმა დინო ჰამზიჩს თავზე გადაუგდო და ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ, "ჩიხურას" ანგარიშის შემცირება შეეძლო. 61-ე წუთზე გრიგალაშვილის გადაცემის შემდეგ საბა ლობჟანიძის დარტყმა მიგინეიშვილის კარს მცირე მანძილით აცდა.

"ჩიხურა" პრესტიჟის გოლის გატანას ვერ ახერხებდა. 69-ე წუთზე გიორგი გაბედავას დარტყმა ნიკა სანდოხაძეს მოხვდა და ბურთი კუთხურზე გადავიდა.

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს!


"ჩიხურამ" პრესტიჟის გოლის გატანა მოაინც მოახერხა. 83-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ ომარ მიგინეიშვილის კარი აიღო.

"სამტრედიას" მესამე გოლის გატანაც შეეძლო. 84-ე წუთზე მცველების შეცდომის გამო ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა. სტუმართა 11-იანის დარტყმა ჰამზიჩმა მოიგერია, კარის ხაზიდან კი შოთა კაშიამ ბურთი კუთხურზე გადააგდო.

მატჩის ბოლო წუთზე "ჩიხურამ" გამათანაბრებელი გოლის გატანა მაინც შეძლო. საბა ლობჟანიძემ 90-ე წუთზე ომარ მიგინეიშვილის კარის ბადე პენალტით შეარხია.

"ჩიხურა"(1) 2-2 (4)"სამტრედია"

გოლი: დეკანოიძე '83, ლობჟანიძე '90(პ)- არაბული '42(პ), დათუნაიშვილი '59

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა(დეკანოიძე '46), ლობჟანიძე, სარდალიშვილი, კორიფაძე, კაკუბავა, ლექვთაძე, კაშია, რეხვიაშვილი, მუმლაძე(გაბედავა '46)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე(იმედაშვილი '78), შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, არაბული(მარკოზაშვილი 73), რაჟამაშვილი(გამყრელიძე '65), ზივზივაძე, ჯიქია

გაფრთხილება: განუგრავა '13, რეხვიაშვილი '34, კაშია '42, კაკუბავა '67 - დათუნაიშვილი '60


საბა საპანაძე
გიორგი არჯევანიძის ფოტოები, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ჩიხურა 2:2 სამტრედია [იხილეთ ფოტოალბომი]

დღის ვიდეო

ფეხბურთელები რომლებიც ერთად თამაშობდნენ, თუმცა არ გსმენიათ

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები