იბრაჰიმოვიჩი: "ევროპის ლიგა კლავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იბრაჰიმოვიჩი: "ევროპის ლიგა კლავს"


იბრაჰიმოვიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მიიჩნევს, რომ ევროპის ლიგის გამო "წითელ ეშმაკებს" ძალების აღსადგენად ძალიან ცოტა დრო რჩებათ.

"ჩვენ დასვენებისათვის დიდი დრო არ გვქონია, რადგან ევროპის ლიგა თავისი ხუთშაბათის თამაშებით უბრალოდ გვკლავს, განსაკუთრებით მე.

ხუთშაბათობით თამაშს მიჩვეული ნამდვილად არ ვარ. ახლა ძალების აღსადგენად ერთი დღით ნაკლები გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. სამუშაოს ეგრევე უნდა დავუბრუნდეთ და კვირას ვითამაშოთ", - განაცხადა ვეტერანმა შვედმა.

ზლატანს უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში არ უთამაშია. იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე იყო.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები