მანჯგალაძე: "პირველ ტაიმში გატანილმა გოლმა თამაში გაგვიადვილა"


მანჯგალაძე:
"სამტრედიას" ფეხბურთელმა გიული მანჯგალაძემ დღეს, 11 დეკემბერს, "ჩიხურასთან"(2:2) საჩემპიონო პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ორივე თამაში დაძაბული გამოდგა და პირველ თამაშში მოგებით დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ. ამის მიუხედავად, დღეს ადვილ შეხვედრას არავინ ელოდა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გატანილმა გოლმა გაგვიადვილა თამაში.

დღევანდელ გამარჯვებაში გია ცეცაძის დამსახურება დიდია. ასევე, თემურ ლორთქიფანიძის წვლილიცაა ამ წარმატებაში. დანარჩენი კი, ჩვენზე, ფეხბურთელებზე იყო დამოკიდებული როგორ შევასრულებდით დავალებებს მოედანზე – ყველაფერი გამოგვივიდა და გავხდით ჩემპიონები," - განაცხადა მანჯგალაძემ.

საბა საპანაძე
გიორგი არჯევანიძის ფოტო, სპეციალურად GOAL.GE-სთვის



ჩიხურა 2:2 სამტრედია [იხილეთ ფოტოალბომი]

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები