ლობჟანიძე: "სამტრედიამ აშკარად დაგვჯაბნა"


ლობჟანიძე:
საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ დღეს, 11 დეკემბერს, "სამტრედიასთან" საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მეტოქეზე ვიტყვი, რომ კარგად გვეთამაშა და დამსახურებულად იმარჯვა. კარგად ვერ ვითამაშეთ, აშკარად დაგვჯაბნა "სამტრედიამ". რაღაც მომენტებში არ გაგვიმართლა, მაგრამ ყველაფერი ჩვენი ბრალია და შეცდომები ჩვენს თავებში უნდა ვეძებოთ.

მთელი გულით, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საჩხერის "ჩიხურას". ამ ხნის განმავლობაში ყველა გვერდში მედგა და იმედი მაქვს, მოლოდინები გავამართლე. ბედნიერი ვარ, რომ გარკვეული წვლილი ამ მეორე ადგილში მეც შევიტანე", - განაცხადა ლობჟანიძემ.

ჩიხურა 2:2 სამტრედია [იხილეთ ფოტოალბომი]

დღის ვიდეო

ფაჩულიას კურიოზული განცხადება ოლ სტარის შედეგებზე

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები