რომელი ქართული გუნდები იასპარეზებენ ევრო ტურნირებზე?


რომელი ქართული გუნდები იასპარეზებენ ევრო ტურნირებზე?
დასრულდა 2016 წლის საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც საკმაოდ მოკლე გამოდგა.

ახალ სისტემაზე გადასვლის გამო, ფედერაცია იძულებული შეიქმნა, რომ მხარეები დაეყო და ჩემპიონატი 2 ნაწილად ჩაეტარებინა.

ჯერ იყო 7-7 გუნდიანი ჯგუფები, შემდეგ კი ფლეი ოფი.

ამრიგად, საქართველოს ჩემპიონი, ისტორიაში პირველად "სამტრედია" გახდა. გია ცეცაძის გუნდი, 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში იასპარეზებს.

საქართველოს თასის გამარჯვებული "ტორპედო" გახდა, რომელიც ევროპა ლიგის ფლეი ოფში მოხვდა.

ევროპა ლიგაზე იასპარეზებს ფინალში დამარცხებული გუნდი, საჩხერის "ჩიხურაც".

მეოთხე გუნდი, რომელიც ევრო ტურნირებზე წარსდგება ბათუმის "დინამოა". აჭარლებმა ფლეი ოფში თბილისის "დინამო" დაამარცხეს და ევროპა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოპიოვეს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები