კუტალია: "სადაც კარგად ხარ, იქედან არ უნდა წახვიდე - შუქურას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კუტალია: "სადაც კარგად ხარ, იქედან არ უნდა წახვიდე - შუქურას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია!"


კუტალია:
მიმდინარე სეზონში ქობულეთის "შუქურას" ხალწვეულია, ლევან კუტალია, რომელიც კლუბს ზაფხულში, ზუგდიდის "ოდიშიდან" შეუერთდა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შედეგიანი ფეხბურთელია. 13 შეხვედრაში 27 წლის ჰავბექმა ზღვისპირული გუნდის მაისურით 3 გოლი გაიტანა და 2-ჯერ სხვას გაატანინა და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა მისი უნივერსალური თვისებებით იმაში, რომ "შუქურა" პრო ლიგა 1-ში ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი თვლის, რომ ჩემპიონატის ახალი ფორმატი უმაღლეს ლიგას პროგრესსში დაეხმარება და ასევე, ფიქრობს, რომ "შუქურას" მომდევნო წელს მაღალი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა.

ყველაფერ ამაზე და დანარჩენ სხვა თემებზე ლევან კუტალია GOAL.GE-სთან საუბრობს.

- როგორ შეაფასებდი გასულ სეზონს და რამდენად კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?
- რთული და საკმაოდ კარგი ჩემპიონატი გამოვიდა. ყველა თამაში ძალიან დაძაბული იყო. რაც შეეხება ჩემ თამაშს, ვთვლი, რომ მიმდინარე წელს თავი კარგად წარმოვაჩინე და მიხარია, რომ "შუქურას" პრო ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარე.

- გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. გქონდა ჩემპიონატში დარჩენის იმედი?
- თავიდან არადამაჯერებელი სტარტი იმის ბრალი იყო, რომ გუნდს შეკრება არ გაუვლია და მოთამაშეების უმეტესობა გვიან შემოგვიერთდა. ამას შეუთამაშებლობა დაემატა და პირველი წრეც ამიტომ ჩაგვივარდა, თუმცა მეორე ნახევარში "შუქურამ" ძალები მოიკრიბა, ბიჭებიც შევთამაშდით, მოვუმატეთ და საკმაოდ ბევრი მატჩი მოვიგეთ. კარგი გუნდი ჩამოვყალიბდით და დარჩენის ბოლომდე მჯეროდა და ეს მისიაც შევასრულეთ. "შუქურა" კარგი გუნდია და ვფიქრობ, პრო ლიგა 1-ში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

- ათგუნდიან ჩემპიონატსა და ახალ ფორმატზე რა აზრის ხარ?
- ვფიქრობ, 10-გუნდიანი ჩემპიონატი საქართველოსთვის ზედგამოჭრილია. ვფიქრობ, უკეთესი ტურნირი გვექნება, მაღალი დონით. გვექნება ჩემპიონატი გაუმჯობესებული ხარისხით, ინფრასტრუქტურაც უკეთესი გვექნება და იმედი მაქვს, ამის ფონზე გულშემატკივარი სტადიონს დაუბრუნდება.

- რამდენიმე სიტყვას შენ მომავალზეც გკითხავ...
- დიახ, შემოთავაზებები იყო, მაგრამ სადაც კარგად ხარ იქედან არ უნდა წახვიდე! შუქურაში ვრჩები და ჩემს გუნდს პრო ლიგა 1-ში წარმატების მიღწევაში დავეხმარები. გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- რა იქნება "შუქურას" მიზანი პრო ლიგა 1-ში?
-
- ჯერ ამაზე არ გვისაუბრია. ხელმძღვანელებს შევხვდებით და ყველაფერს განვიხილავთ, თუ რისთვის ითამაშებს "შუქურა" მომდევნო სეზონში. მჯერა, რომ გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია!

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის
ასევე იხილეთ თემაზე:
შუქურა კუტალია უმაღლესი ლიგა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები