გუშინ, უეფამ ევროპის შიდა ჩემპიონატების რეიტინგი განაახლა.
ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპები მორჩა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ევრო ტურნირებზე 2016-2017 წლების ნახევარი სეზონი უკვე მიიწურა.
ამრიგად ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა ესპანეთის გუნდებმა მოიპოვეს. ლა ლიგამ ჯამში 11 000 ქულა აიღო. გაცნობებთ, რომ ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 7 დან კვლავ 7 ესპანური გუნდი ასპარეზობს.
2016-2017 წლების სეზონში, ესპანეთის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა ინგლისმა აიღო. პრემიერ ლიგის ქულებმა ჯამში 9 900 ქულა მოაგროვეს. გაცნობებთ, რომ ინგლისური გუნდებიდან 2-მა უკვე დატოვა ევრო ტურნირები (საუთჰემპტონი და ვესტ ჰემი).
გერმანიამ, იტალიამ და საფრანგეთმა თითქმის თანაბარი ქულები მოაგროვეს.