ნიკა საბანაძე ტორპედოში დაბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნიკა საბანაძე ტორპედოში დაბრუნდა


ნიკა საბანაძე ტორპედოში დაბრუნდა
საქართველოს თასის მოპოვებით დასრულებული გარდამავალი სეზონის შემდეგ „ტორპედომ“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული პირველი ნაბიჯი გადადგა. დღეს კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს 25 წლის შემტევმა, ნიკა საბანაძემ მოაწერა ხელი.

ეს სახელი და გვარი კარგადაა ცნობილი ქუთაისელი ქომაგებისათვის. ნიკას არასრული ხუთი სეზონი აქვს გატარებული “ტორპედოში“ და მის რიგებში 97 უმაღლესლიგურ მატჩში 25 გოლი აქვს მითვლილი. იმავე უმაღლეს ლიგაში საბანაძეს „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, “საბურთალოში“ და მარტვილის “მერანში“ აქვს ნათამაშები. ჯამურად ფორვარდის აქტივში 149 მატჩში 45 გატანილი ბურთია.

გარდამავალი სეზონში ნიკა საბანაძე პირველლიგელ მარტვილის “მერანში“ ირჯებოდა და გუნდს ჩემპიონატის 20 მატჩში 9 გოლით შეეწია. გეხსომებათ, ამასწინათ ზესტაფონში გამართულ და „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულებულ (2:1) ქვეყნის თასის ფინალში მარტვილელთაგან გოლის ავტორი სწორედ საბანაძე გახლდათ.
თავის დროზე საბანაძე საქართველოს ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

ნიკა ქუთაისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ყველა სიახლე

ცხრილები