ევროპის დაუმარცხებელი კლუბები


ევროპის დაუმარცხებელი კლუბები
ევროპული ფეხბურთის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი უკვე მიილია და ეროვნული ჩემპიონატების უმრავლესობა საახალწლო პაუზაზეა გასული. წამყვანი ჩემპიონატების მასშტაბით, ევროპას მხოლოდ ორი დაუმარცხებელი კლუბი ჰყავს, მაგრამ დღეს გაგაცნობთ კონტინენტის თითოეულ დაუმარცხებელ გუნდს, რომელთაც საკუთარ ჩემპიონატში არც ერთი მატჩი არ წაუგიათ.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბი არა დორტმუნდის "ბორუსია" ან მიუნხენის "ბაიერნი", არამედ "ჰოფენჰაიმია". ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავკაცის, იულიან ნაგელსმანის გუნდი, ჩინებულად გამოიყურება და საწყის 16 ტურში 28 ქულა დააგროვა (ექვსი მოგება, ათი ფრე).

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

ეს კი გიბრალტარის პრიმერა დივიზიონის ლიდერის, საფეხბურთო კლუბ "ევროპას" სტადიონი "ვიქტორიაა". "ევროპამ" 11 ტურში ათი გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი ფრედ დაასრულა და ჩემპიონატს 31 ქულით ლიდერობს.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

"დიფერდანგი" ლუქსემბურგის უმაღლესი დივიზიონის მეორე ადგილოსანია, რომელმაც სეზონის პირველ ნახევარში ცხრა თამაში მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და 31 ქულა დააგროვა.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

ლუქსემბურგის ეროვნულ ჩემპიონატს კიდევ ერთი დაუმარცხებელი კლუბი ჰყავს - "დუდელანგი", რომელმაც ათი მატჩი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და "დიფერდანგს" ორი ქულით უსწრებს.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

თურქეთის სუპერლიგასაც თავისი სენსაციური გუნდი ჰყავს, რომელიც დედაქალაქური "ბასეკშეჰირი" გახლავთ. ამ გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის 16 ტურში ათი გამარჯვება მოიპოვა, ექვსი ფრე გააგორა და ახალ წელს 36 ქულით პირველ პოზიციაზე ხვდება.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

ალბანური კლუბი "კუკეში" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეშიც კი გავიდა, მაგრამ იქ ვენის "აუსტრიასთან" დამარცხდა. ეროვნულ ჩემპიონატში კი "კუკეში" ჩინებულად ასპარეზობს, ცხრა მოგება, ცხრა ფრე, 36 ქულა და პირველი ადგილი აქვს.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

დონეცკის "შახტარი" უკრაინის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ფენომენალურად ასპარეზობს და წლის ბოლო შეხვედრაში მთავარი კონკურენტი კიევის "დინამო" სტუმრად არანორმალურ თამაშში 4:3 დაამარცხა. პაულო ფონსეკას გუნდს 18 ტურის შემდეგ 50 ქულა (16 მოგება, 2 ფრე) აქვს მოპოვებული და "დინამოს" 13 ქულით უსწრებს. დონეცკელები რეკორდზე მიდიან, თანაც მარცხის გარეშე.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

ზინედინ ზიდანის გუნდი უნიკალურ ფორმაშია და მადრიდელებმა კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია გამოაცხვეს. ესპანეთის პრიმერა დივიზიონში კი "სამეფო კლუბს" 11 გამარჯვება, ოთხი ფრე და 37 ქულა აქვს. "ბლანკოსი" "კამპ ნოუზე" სეზონში პირველ მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საკუთარი გუნდი ბოლო წუთებზე, როგორც ყოველთვის, განუმეორებელმა სერხიო რამოსმა იხსნა და "რეალს" დაუმარცხებლის სტატუსი შეუნარჩუნა.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

გლაზგოს "სელტიკმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კამპანია ჩააგდო, მაგრამ ბრენდან როჯერსის გუნდი შოტლანდიის ჩემპიონატში ბრწყინავს. "კელტებმა" 18 თამაში მოიგეს, ფრე მხოლოდ ერთხელ ითამაშეს და 55 ქულით ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

"რიეკას" მთავარი მწვრთნელი, მატიაჟ კეკი, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია, რადგან მისი გუნდი ხორვატიის ეროვნულ ჩემპიონატს 52 ქულით და დაუმარცხებელი სერიით (16 მოგება, 4 ფრე) ლიდერობს.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

ანდრეას კორნელიუსი არამხოლოდ საკუთარი ჩინებული თამაშით და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობით, არამედ გუნდის თამაშითაც ბედნიერია. სტოლე სოლბაკენის "კოპენჰაგენმა", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დანიის ჩემპიონატში 16 მატჩი მოიგო, ხუთი ფრედ დაასრულა და 53 ქულით ახალ წელს პირველ ადგილზე ხვდება.

ევროპის დაუმარცხებელი კლუბები

ეს კი უელსის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, "ნიუ-სენტსის" 37 წლის კაპიტანი სტივ ევანსი გახლავთ. ამ კლუბმა ეროვნულ ჩემპიონატში 21 თამაშიდან 21 გამარჯვება მოიპოვა, 63 ქულა დააგროვა და ისტორიული რეკორდი დაამყარა. უელსის პრემიერ ლიგის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილია და "ნიუ-სენტმა" ტიტული უკვე დაიცვა.

ყველა სიახლე

ცხრილები