ავტორიზაცია

ვან პერსი "რეალთან" შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, ჯონსი კითხვის ნიშნის ქვეშაა

ვან პერსი "რეალთან" შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, ჯონსი კითხვის ნიშნის ქვეშაა
თარიღი 01 მარ 2013, 17:17
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრისთვის რობინ ვან პერსისა და ფილ ჯონსის მზადყოფნასთან დაკავშირებით ისაუბრა. "ფილ ჯონსმა დღეს მცირე დატვირთვით ვარჯიში განაახლა. მას მუშაობა მოუწევს, რათა სამშაბათს ფორმაში იყოს, თუ იგი სრულ მზადყოფნაში იქნება, მაშინ შანსს მივცემთ. "ნორვიჩთან" შეხვედრაში იგი დანამდვილებით ვერ ითამაშებს". "სხვა პრობლემები ტრავმებთან დაკავშირებით არ გვაწუხებს. ვან პერსიმ ამ კვირაში სრული დატვირთვით ივარჯიშა. იგი შაბათს გასამართი მატჩისთვის მზად იქნება. მისმა ბარძაყის კუნთმა ჩვენ ძალიან ცუდ გუნებაზე დაგვაყენა, თუმცა ახლა იგი სრულ მზადყოფნაშია". "ნორვითან" შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. "რეალთან" მატჩზე არ ვნერვიულობთ, რადგან მის გამართვამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი. ხვალინდელი შეხვედრა კი - მორიგი მატჩია, სადაც მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება", - განაცხადა ფერგიუსონმა.