ნაპოლიმ პავოლეტი დაიმატა


ნაპოლიმ პავოლეტი დაიმატა
"ჯენოას" აწ ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი, ლეონარდო პავოლეტი, "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.

ნეაპოლური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 28 წლის იტალიელი ფორვარდის ტრანსფერი დღეს დაადასტურა.

კონტრაქტისა და ტრანსფერის დეტალები უცნობია, მაგრამ "ცისფრების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პავოლეტი ახალ გუნდში 32 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

2015/16 წლების სეზონში ლეონარდო პავოლეტიმ სერია ა-ში 14 ბურთი გაიტანა და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო იტალიელი ბომბარდირი გახდა. მიმდინარე კამპანიაში ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

"ჯენოამ" დღეს უკვე მეორე წამყვანი მოთამაშე დაკარგა. პავოლეტიმდე გუნდი ვენესუელელმა ნახევარმცველმა, ტომას რინკონმა, დატოვა, რომელიც "იუვენტუსში" გადავიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლიტრანსფერები პავოლეტი

დღის ვიდეო

ფაჩულიას კურიოზული განცხადება ოლ სტარის შედეგებზე

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები