სტოკი: 28 მილიონი გაბიადინის სანაცვლოდ


სტოკი: 28 მილიონი გაბიადინის სანაცვლოდ
"სტოკ სიტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლის" შემტევის, მანოლო გაბიადინის, გადაბირებას ეცდება.

უკვე ცნობილია, რომ 25 წლის იტალიელი ნეაპოლურ კლუბს ტოვებს. დღეს "ცისფრებმა" მის შესაცვლელად "ჯენოადან" ლეონარდო პავოლეტი ოფიციალურად დაიმატეს და მას ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიყენებენ.

იტალიური გამოცემა "La Repubblica" იუწყება, რომ გაბიადინის თვალი "სტოკმა" დაადგა და "მეთუნეები" მზად არიან მის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაიხადონ.

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშით "საუთჰემპტონი" და "ვოლფსბურგიც" ინტერესდებიან, მაგრამ "სტოკის" წინადადება უფრო სარფიანია.

დღის ვიდეო

მხითარიანის გოლი საქართველოს ნაკრების კარში

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები