ავტორიზაცია

რონალდუ "ელ კლასიკოს" სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?

რონალდუ "ელ კლასიკოს" სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
თარიღი 01 მარ 2013, 13:26
ესპანური ავტორიტეტული გამოცემა AS იტყობინება, რომ კრიშტიანუ რონალდუ მომდევნო "ელ კლასიკოში" მოედანზე პირველივე წუთიდან არ გავა. ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სეუ ჟოზე ამ მატჩს დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან ,მორალური კმაყოფილების გარდა, ის სხვა სარგებლის მომტანი არაა. პორტუგალიელს არ უნდა, რომ მისმა თანამემამულემ შემთხვევით ტრავმა მიიღოს მანჩესტერში ჩასატარებელი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ. ასევე ვარაუდობენ, რომ კრიშტიანუსთან ერთად რამოსი და ვარანეც დაისვენებენ. წყარო: AS