ვაისმა გამოძახება დაიწყო - პირველი თეიმურაზ შონიაა


ვაისმა გამოძახება დაიწყო - პირველი თეიმურაზ შონიაა
ბათუმის "დინამოს" კაპიტანი თეიმურაზ შონია ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

ინფორმაციას ზღვისპირული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბათუმელთა კაპიტანი ქვეყნის პირველ გუნდში პირველად იხმეს და ვლადიმირ ვაისი იანვარში გასამართი მატჩებისთვის ისეთ ფეხბურთელებს მისცემს შანსს, რომელთაც ოფიციალურ შეხვედრებში არ ეძლევათ განაცხადში მოხვედრის შანსი.

საქართველოს ნაკრები თბილისში 16 იანვარს შეიკრიბება, ხოლო 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ გამართავს.

დღის ვიდეო

მხითარიანის გოლი საქართველოს ნაკრების კარში

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები