ტორპედოელები ეროვნულ ნაკრებში


ტორპედოელები ეროვნულ ნაკრებში
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები, როინ კვასხვაძე და ბექა ტუღუში ვლადიმირ ვაისმა იანვარში გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა.

ინფორმაცია რიონისპირული კლუბის ოფიციალური გვერდმა დაადასტურა.

საქართველოს ნაკრები თბილისში 16 იანვარს შეიკრიბება, ხოლო 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ გამართავს, მასში კი მონაწილეობის მიღების საშუალება ისეთ ფეხბურთელებს ექნებათ, რომლებიც ქვეყნის შიდა ჩემპიონატში თამაშობენ და ეროვნულ ნაკრებში ოფიციალური მატჩების დროს თავის გამოჩენის საშუალება არ აქვთ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები