ოფიციალურად: მალი ვოლფსბურგის ფეხბურთელია


ოფიციალურად: მალი ვოლფსბურგის ფეხბურთელია
24 წლის თურქი შემტევი ნახევარმცველი, იუნუს მალი, კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს.

"მაინცის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ მალიმ კლუბი დატოვა და "მგლებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ იუნუსის სატრანსფერო ღირებულება 13 მილიონ ევროს შეადგენდა. ის "ვოლფსბურგს" იულიან დრაქსლერის შეცვლაში დაეხმარება.

იუნუს მალი უკვე სამი სეზონია სერიოზულად პროგრესირებს და ბოლო წლებში "მაინცის" ნამდვილი ლიდერი იყო. ნიჭიერმა თურქმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 24 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები