ბილია ლაციოსთან კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს


ბილია ლაციოსთან კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს
უახლოეს მომავალში, "ლაციოს" კაპიტანი, ლუკას ბილია გუნდთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერის" მწვრთნელს, სტეფანო პიოლის ბილიას გადაბირება სურდა. ამის შემდეგ "არწივებმა" დაიწყეს მუშაობა გუნდის კაპიტანთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

იტალიურ პრესაში იწერება, რომ "ნერაძური" მზადაა "ლაციოს" ბიუჯეტი 26 მილიონით გაამდიდროს.

თუ Sky Italy-ს დავუჯერებთ, "არწივები" არგენტინელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტს 2020 წლამდე სთავაზობენ.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ბილიამ "ლაციოს" მაისურით 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთხელ გაატანინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო ბილია

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები