ტოტენჰემი: 40 მილიონი ბერნარდესკის სანაცვლოდ


ტოტენჰემი: 40 მილიონი ბერნარდესკის სანაცვლოდ
"ფიორენტინას" შემტევი ნახევარმცველი, ფედერიკო ბერნარდესკი, ლონდონის "ტოტენჰემის" რადარზე მოხვდა.

ლონდონური პრესა იტყობინება, რომ "დეზების" ხელმძღვანელობა 22 წლის იტალიელით აღფრთოვანებულია და მზად არის მის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა-სტერლინგი გადაიხადოს.

ბერნარდესკი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება. ფლორენციული კლუბის მაისურით სერია ა-ში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. მას "ტოტენჰემის" გარდა "პსჟ" და "ბარსელონაც" აკვირდებიან.

ფედერიკოს ამჟამინდელი კონტრაქტი "სკუადრა ვიოლასთან" 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

დღის ვიდეო

რამოსის ულამაზესი ცოლის ფოტოები

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები