სპალეტი: "რომა თითოეული ბურთისათვის იბრძოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპალეტი: "რომა თითოეული ბურთისათვის იბრძოდა"


სპალეტი:
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, "ჯენოასთან" გუშინდელი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ საკუთარი მოთამაშეების ბრძოლისუნარიანობით სასიამოვნოდ გაკვირვებულია.

"გუნდმა საკუთარი თავი ფანტასტიკურად წარმოაჩინა, განსაკუთრებით, ხასიათის თვალსაზრისით. მინდა მოთამაშეები შევაქო, რადგან ეს ძალიან რთული მატჩი იყო, კერკეტი კაკალი გუნდის წინააღმდეგ.

მთელი გუნდი თითოეული ბურთისათვის იბრძოდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. როგორც წესი, ამას ჩემი გუნდის შესრულებით ვერ ვხედავ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

ჩვენ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მივეცით, მაგრამ "ჯენოამ" მაინც ვერაფერი შექმნა", - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში რომაული კლუბი "ჯენოას" გასვლაზე დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა სპალეტი

ყველა სიახლე

ცხრილები