ინძაგი: "ტოპ-კლუბებთან თამაში უნდა ვისწავლოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინძაგი: "ტოპ-კლუბებთან თამაში უნდა ვისწავლოთ"


ინძაგი:
რომის "ლაციოს" თავკაცმა, სიმონე ინძაგიმ, "კროტონესთან" სერია ა-ს მე-19 ტურში მოპოვებული საშინაო გამარჯვება (1:0) შეაფასა და "არწივების" მთვარ პრობლემაზეც ისაუბრა.

"15 კუთხური და 18 დარტყმა - არც ისე ზუსტები ვიყავით, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. საბოლოო ჯამში, ბურთი კარის ბადეში მაინც გაეხვა. ჩემი კომპლიმენტები "კროტონეს" მეკარეს, ის ძალიან კარგად მოქმედებდა.

ჩვენ ახლა 37 ქულა გვაქვს და მეოთხე პოზიციაზე ვიმყოფებით, მაგრამ პროგრესსა და თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ.

ჩვენ იტალიის სერია ა-ს ოთხ საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით, რასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. "ლაციომ" აუცილებლად უნდა მოუმატოს და ტოპ-კლუბების წინააღმდეგ თამაში ისწავლოს. ეს ჩვენი მოტივაციაა", - განაცხადა ახალგაზრდა იტალიელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო სიმონე ინძაგი

ყველა სიახლე

ცხრილები