ანჩელოტი: "იმედია, ტიაგო არსენალთან მატჩისათვის მზად იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "იმედია, ტიაგო არსენალთან მატჩისათვის მზად იქნება"


ანჩელოტი:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, იმედოვნებს, რომ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ტიაგო ალკანტარა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპამდე მომჯობინდება.

"ეს ძალიან საწყენი სიახლეა, მაგრამ ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. იმედი მაქვს, რომ მას ძალიან დიდი დრო არ გაუცდება. შესაძლოა, ტიაგო უკვე სამ კვირაში მზად იყოს.

უახლოეს მომავალში ალკანტარა მიუნხენში სამედიცინო შემოწმებას ჩაიტარებს. იმედი მაქვს, რომ ის "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის თამაშისათვის მზად იქნება", - განაცხადა პაპა კარლომ.

25 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ფანტასტიკურად ჩაატარა და ის "ბაიერნს" დააკლდება. "მეთოფეებისა" და "რეკორდმაისტერის" პირველი მერვედფინალური შეხვედრა კი 15 თებერვალს მიუნხენში გაიმართება.
ასევე იხილეთ თემაზე:
არსენალიბაიერნი ანჩელოტი ტიაგო


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები