დინამო თბილისი შეკრებაზე არსენალს დაუპირისპირდება


დინამო თბილისი შეკრებაზე არსენალს დაუპირისპირდება
უკრაინული გამოცემა szaopressa-ს ინფორმაციით, მეორე თურქულ შეკრებაზე "დინამო თბილისის" ერთ-ერთი მეტოქე უკრაინული ტულას "არსენალი" იქნება.

მოგეხსენებათ, 16 იანვრიდან დედაქალაქელები თურქეთისკენ აიღებენ გეზს და შეკრებას ლარაში გაივლიან. პირველ კვირას დინამოელები ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაუთმობენ, 25 იანვრიდან კი ტესტ მატჩებსაც ჩაატარებენ. 25 იანვარს დინამო სლოვაკურ ჟილინას დაუპირისპირდება, 28 იანვარს ჩვენი ოპონენტი ტომი იქნება, 1 თებერვალს მაკედონიური რაბოტნიჩკი, ხოლო 4 თებერვალს რუსეთის ორენბურგი გაგვიწევს მეტოქეობას.

რაც შეეხება მეორე თურქულ შეკრებას, ვიაჩესლავ გროზნის ბიჭები 11 თებერვალს გაემგზავრებიან. ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია, რომ პოლონური "იაგელონია" იქნება, ხოლო ახლა "არსენალთან" დაპირისპირების შესახებაც გავიგეთ.
ასევე იხილეთ თემაზე:
თბილისის დინამო არსენალ ტულა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები