ფაჩულიამ დემარკუს ქაზენსი დაჩაგრა


ფაჩულიამ დემარკუს ქაზენსი დაჩაგრა
დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" გასვლაზე "კინგზს" დაუპირისპირდა და ანგარიშით, 106:117 დაამარცხა.

ჩვენი კაპიტანი საქმეში ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობიდან ჩაერთო. ზაზამ მოედანზე 22 წუთი გაატარა და მატჩის ბოლოს მისმა მონაგარმა
10 ქულას, 7 მოხსნას (5 შეტევაში), 3 ჩაჭრასა და 2 შედეგიან გადაცემას შეადგინა.

ყველაზე მეტი ქულა სტუმართა მხრიდან სტეფ კარიმ დააგროვა (30 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა). აქვე გეტყვით, რომ ფაჩულია მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ამჟამად, დასავლეთ კონფერენციის ლიდერ "გოლდენ სტეიტს" 38 შეხვედრიდან 32 მოგება აქვს. მომდევნო დაპირისპირებას კი ოკლენდელები 11 იანვარს, შინ "მაიამი ჰითთან" გამართავენ.

მოამზადა შაკო შიუკაშვილმა


[მატჩის მიმოხილვა]

დღის ვიდეო

130 კილოგრამის მქონე მეკარემ შუა თამაშის დროს ჭამა დაიწყო

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები