ოფიციალურად: ნტეპი ვოლფსბურგის მოთამაშეა


ოფიციალურად: ნტეპი ვოლფსბურგის მოთამაშეა
"ვოლფსბურგმა" "რენის" ახალგაზრდა შემტევის, პოლ-ჟორჟ ნტეპის, ტრანსფერი დაადასტურა.

როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 24 წლის ფრანგმა "მგლებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ბუნდესლიგაში 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეთანხმების ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ ადრე გერმანული და ფრანგული პრესა იუწყებოდა, რომ ნტეპის სანაცვლოდ "რენი" 8,5 მილიონ ევროს მიიღებდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში ფრანგმა ვინგერმა 15 თამაში ჩაატარ, ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები