ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი


ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი
გასულ უქმეებზე იტალიისა და ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატები განახლდა, ინგლისში ახალ წლებზე არც ისვენებენ, მაგრამ იანვარში მთავარი საფეხბურთო თემა მაინც ზამთრის ერთთვიანი სატრანსფერო ფანჯარაა.

შესაძლოა, იანვარში ხმაურიანი ტრანსფერები იშვიათად ხორციელდება, მაგრამ ზამთრის კამპანია სეზონის მეორე ნახევრისთვის შემადგენლობის გაძლიერების კარგ შანსს იძლევა, უბრალოდ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო სიახლე მოამზადა და იანვარში განხორციელებული ათი საუკეთესო ტრანსფერია გამოავლინა. გთავაზობთ უეფას რჩეულ ზამთრის ახალწვეულებს.

იაპ სტამი (ვილემ II-დან პსვ-ში, 1996)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

იაპ სტამს "ვილემ II-ში" სულ რაღაც ექვსი თვე ჰქონდა გატარებული, როდესაც "პსვ ეინდჰოვენი" მისით მოიხიბლა და 1996 წლის იანვარში 23 წლის ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი დაიმატა. იაპმა ახალ კლუბთან ერთად ჰოლანდიის თასი პირველივე სეზონში მოიგო, ერედივიზიონი კი მომდევნო კამპანიაში. 1998 წლის ზაფხულში კი სტამი "მანჩესტერ იუნაიტედში" 18 მილიონ ევროდ გადავიდა და მაშინ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.

დეიან სტანკოვიჩი (ლაციოდან ინტერში, 2004)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

ფინანსური პრობლემების გამო რომის "ლაციომ" საკუთარ წამყვან მოთამაშეზე უარი თქვა და მილანის "ინტერის" ოთხმილიონიანი წინადადება მიიღო. სტანკოვიჩი კი "ნერაძურის" გამორჩეული ფიგურა თავიდანვე გახდა. "ინტერში" გადასვლიდან ერთ კვირაში მან "მილანს" გოლი კუთხურიდან გაუტანა და ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახდა. "შავ-ლურჯი" მაისურით მან ხუთი სკუდეტო და 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიპოვა. დეიანი "ინტერის" სერბი ლეგენდა გახდა.

ნემანია ვიდიჩი (მოსკოვის სპარტაკიდან მანჩესტერ იუნაიტედში, 2006)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

სერ ალექს ფეგიუსონის დაჟინებული მოთხოვნით მანჩესტერულმა გრანდმა "ფიორენტინასა" და "ლივერპულს" დაასწრო და ახალგაზრდა სერბი მცველი დაიმატა, რომელმაც იმედები გაამართლა. სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის ტიტული კვლავ ლონდონის "ჩელსიმ" მოიგო, მაგრამ რიო ფერდნანდისა და ნემანია ვიდიჩის უნიკალური დუეტის ჩამოყალიბების შემდეგ დომანანტი "იუნაიტედი" გახდა. 2008 წელს ნემანიამ ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიპოვა და გუნდს კარიერის ბოლო წლებში უკაპიტნა კიდეც.

კლას-იან ჰუნტელაარი (ჰერენვენიდან აიაქსში, 2006)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

2006 წლის იანვარში ამსტერდამის "აიაქსმა" ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი დაიმატა და მის სანაცვლოდ "ჰერენვენს" ცხრა მილიონი ევრო ჩაუთვალა. კლას-იანმა კი ფანტასტიკური ფორმა აკრიფა და ამსტერდამული გრანდის მაისურით ჩატარებულ 136 თამაშში 105 გოლი გაიტანა. 2009 წლის ზამთარში ის მადრიდის "რეალმა" შეიძინა და "აიაქსმა" 27 მილიონი ევრო მიიღო.

მარსელო (ფლუმინენსედან რეალში, 2007)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

"მარგალიტი, რომელიც ნახევარ ევროპას უნდოდა", - აი ასე შეაფასა მარსელოს ტრანსფერი "სამეფო კლუბის" მაშინდელმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა. მაშინ ბრაზილიელი 18 წლის იყო და უაღრესად ნიჭიერ მოთამაშედ ითვლებოდა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში უძლიერეს შეტევითი პოტენციალის მქონე განაპირა მცველად იქცა. მადრიდის "რეალთან" ერთად მარსელომ სამი ლა ლიგისა და ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. იმავე ზამთარში "ბლანკოსმა" არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი, დაიმატა. ორივე ტრანსფერმა გაამართლა, მაგრამ მარსელო "რეალს" დღემდე შემორჩა.

ანდრეა ბარძალი (ვოლფსბურგიდან იუვენტუსში, 2011)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

საუკეთესო 300 ათასი ევრო, რომელიც ტურინულ გრანდს ოდესმე დაუხარჯავს. ანდრეა ბარძალი საკმაოდ ნორმალური დონის მცველი იყო, რადგან "ვოლფსბურგის" რიგებში 2009 წელს ბუნდესლიგა მოიგო და გუნდის უცვლელი ფიგურა გახლდათ. თუმცა "ბიანკონერიმ" ის არც ისე კარგ ფორმაში, საკმაოდ იაფად, დაიმატა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მცველად აქცია. ანტონიო კონტემ ბარძალის, კიელინისა და ბონუჩის მონაწილეობით უნიკალური დაცვის ცენტრი შექმნა, რომელსაც ზურგს ჯანლუიჯი ბუფონი უმაგრებდა. ამ ოთხეულმა ზედიზედ ხუთი სკუდეტო მოიპოვა და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

ლუის სუარესი (აიაქსიდან ლივერპულში, 2011)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

მერსესაიდულმა გრანდმა ფერნანდო ტორესი ლონდონის "ჩელსიში" 57,5 მილიონ ევროდ გაყიდა და თანხა უმალვე გამოიყენა. "ლივერპულმა" ენიდ ქეროლი (42,25 მილიონი) და ლუის სუარესი (26.5 მილიონი) დაიმატა. ინგლისელმა ქეროლმა 58 თამაშში 11 გოლი გაიტანა და კლუბი წელიწად-ნახევარში დატოვა. ურუგვაელმა კი 133 შეხვედრაში 82 გოლი გაიტანა, აქედან 31 პრემიერ ლიგის 2013/14 წლების სეზონში, როდესაც ბრენდან როჯერსის გუნდი ისტორიულ პრემიერ ლიგის პირველ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა. 2014 წლის ზაფხულში კი მისი "ბარსელოში" ტრანსფერიდან "წითლებმა" 82,3 მილონი ევრო მიიღეს.

ივან რაკიტიჩი (შალკედან სევილიაში, 2011)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

ივან რაკიტიჩის ტრანსფერი "სევილიაში" ძალიან წარმატებული გამოდგა. ხორვატი ცენტრალური ნახევარმცველი, დიეგო მარადონას შემდეგ, ანდალუსიური კლუბის პირველი არაესპანელი კაპიტანი გახდა და 2014 წელს "ბარსელონაში" გადასვლამდე, "სევილიას" ზედიზედ სამი მოგებული ევროპის ლიგის ტიტულიდან პირველის მოპოვებაში დაეხმარა.

ხუანფრანი (ოსასუნადან ატლეტიკოში, 2011)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

მადრიდის "ატლეტიკომ" ხუანფრან ტორესი სწორედ "ოსასუნაში" აღმოაჩინა, თანაც ისე, რომ ესპანელ მარჯვენა მცველს განსაკუთრებულ მომავალს არავინ უწინასწარმეტყველებდა. ხუანფრანი კი უკვე ექვსი წელია "როხიბლანკოს" ძირითადი მოთამაშეა და დიეგო სიმეონემ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად აქცია. ესპანელი ძალიან სტაბილური და საიმედოა.

ნემანია მატიჩი (ჩელსიდან ბენფიკაში, 2011)
ზამთრის ათი საუკეთესო ტრანსფერი

ნემანია მატიჩი იმ შეთანხმების ნაწილი იყო, რომლის წყალობითაც დავიდ ლუისი "სტემფორდ ბრიჯზე" აღმოჩნდა, თავად კი ლისაბონურ კლუბში შესანიშნავი პროგრესი განიცადა. სერბი გამთამაშებლიდან დიდებულ საყრდენ ნახევარმცველად იქცა და "ბენფიკას" 2013 წელს ვეროპის ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც სწორედ ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხდა. 2014 წლის ზამთარში კი "არისტოკრატებმა" ნემანია 25 მილიონ ევროდ დაიბრუნეს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები