დაჩი ცნობილაძე საბურთალოში ჩაირიცხა


დაჩი ცნობილაძე საბურთალოში ჩაირიცხა
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ღირსებას ამპლუით ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძე დაიცავს, რომელმაც დედაქალაქურ კლუბთან ერთ წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

22 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონი "სამტრედიაში" გაატარა, 2016 წლის მიწურულს კი იმერულ კლუბთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.
ცნობილაძეს კარიერის განმავლობაში რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონსა" და დედაქალაქურ "ლოკომოტივში" უთამაშია. ასევე იყო, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.
ასევე იხილეთ თემაზე:
საბურთალოსამტრედია ცნობილაძე

დღის ვიდეო

ფეხბურთელები რომლებიც ერთად თამაშობდნენ, თუმცა არ გსმენიათ

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები