ვაისმა ნაკრებში კიდევ 2 ტორპედოელს უხმო


ვაისმა ნაკრებში კიდევ 2 ტორპედოელს უხმო
საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 და 25 იანვარს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს იორდანიის და უზბეკეთის გუნდებთან.

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის "ტორპედოდან" ამ მატჩებისათვის მოსამზადებლად როინ კვასხვაძე და ბექა ტუღუში იყვნენ გამოძახებულნი. ცნობილი გახდა,რომ ეროვნული ნაკრების სლოვაკი დამრიგებლმა ვლადიმირ ვაისმა კიდევ ორი ტორპედოელი იხმო მოახლოვებული თამაშებისათვის მოსამზადებლად.

ნაკრებში ივარჯიშებენ გიორგი ქიმაძე და ოლეგ მამასახლისი. 4 "ტორპედოელი" ეროვნულ ნაკრებში არასდროს ყოფილა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები