იოვეტიჩი კარიერას სევილიაში გააგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იოვეტიჩი კარიერას სევილიაში გააგრძელებს


იოვეტიჩი კარიერას სევილიაში გააგრძელებს
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი, სტევან იოვეტიჩი არენდის წესით ანდალუზიურ "სევილიაში" ითამაშებს. უახლოეს დღეებში ორივე გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნულ ინფორმაციას დაადასტურებს.

პრესა წერს, რომ იოვეტიჩის შეძენას მოსკოვის "სპარტაკიც" ცდილობდა. რუსებმა ჩერნოგორიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა თავად მოთამაშემ რუსეთში გადასვლაზე უარი თქვა.

მილანურ კლუბში იოვეტიჩი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის და სწორედ ამიტომ გადადის "სევილიაში". ერთ–ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმერიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ იოვეტიჩი "სევილიაში" ითამაშებს.

ყველა სიახლე

ცხრილები