რანიერი ჯილდოს მიღების შემდეგ: "ეს ფანტასტიკური საღამო იყო"


რანიერი ჯილდოს მიღების შემდეგ:
გუშინ, კლაუდიო რანიერი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფერნანდუ სანტუშმა ევროპის ჩემპიონატი, თუმცა საუკეთესო მაინც იტალიელი გახდა.

მან გასულ სეზონში, "ლესტერ სიტით" პრემიერ ლიგა მოიგო.

"რა თქმა უნდა, ეს ფანტასტიკური საღამო გამოდგა. აქ მსოფლიოს ლეგენდები არიან და ამავდროულად მე წლის საუკეთესო მწვრთნელი გავხდი.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, აგენტსა და მოთამაშეებს.

ის რაც გასულ წელს ინგლისში მოხდა, რაღაც სასწაული იყო", - განაცხადა რანიერიმ.

დღის ვიდეო

რამოსის ულამაზესი ცოლის ფოტოები

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები