ვაისმა ეროვნულ ნაკრებში საბურთალოს 2 ფეხბურთელი გამოიძახა


ვაისმა ეროვნულ ნაკრებში საბურთალოს 2 ფეხბურთელი გამოიძახა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა, მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის "საბურთალოს 2 ფეხბურთელს უხმო - გუნდის კაპიტან გიორგი ხარაიშვილსა და ამპლუით მცველ თედორე გრიგალაშვილს.

ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

"ჯვაროსნები" 23 იანვარს დუბაიში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 25 რიცხვში კი იორდანიის ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს. როგორც ცნობილი იყო, ვლადიმერ ვაისი მოახლოებულ მატჩებზე თამაშის საშუალებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს მისცემდა.

"საბურთალოდან" ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები პირველად მოხვდნენ.

"ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მთავარი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაშია, გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც მე ვარ. საამაყო და გასახარი ფაქტია, რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, თუმცა გათვითცნობიერებული მაქვს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. დადებითი ფაქტია, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს ასეთ დონეზე ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. ეს ერთგვარი შანსია იმისა, რომ თავი მოაწონო სამწვრთნელო შტაბს და მომავალში ადგილი დაიმკვიდრო ეროვნულ ნაკრებში. ეს მხოლოდ ჩემი სიხარული არ არის. ვფიქრობ, მთლიანად "საბურთალოსა" და მისი ხელმძღვანელების წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია. ვისარგებლებ შემთხვევით და ნაკრების ყველა დებიუტანტს ვულოცავ ქვეყნის პირველ გუნდში გამოძახებას," - განაცხადა საბურთალოს კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა.

"უდიდესი განცდაა, როდესაც შენი ქვეყნის პირველი გუნდის მაისურას მოირგებ. რა თქმა უნდა, ფაქტით გახარებული ვარ და ვეცდები შანსი გამოვიყენო. ერთი პერიოდი იყო საუბრები ჩემი ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, თუმცა იმ პერიოდში ტრავმამ შემიშალა ხელი. მას მერე გარკვეული დრო გავიდა - საქართველოში, "საბურთალოში" დავბრუნდი და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომეცა. მიხარია, რომ სტაბილურად ვთამაშობ და გუნდის წარმატებაში მცირე წვლილი მეც შევიტანე," - ამბობს თედორე გრიგალაშვილი.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები