შეკრებაზე "საბურთალომ" მეტოქეები გაარკვია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შეკრებაზე "საბურთალომ" მეტოქეები გაარკვია


შეკრებაზე
საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", რომელიც ახალი სეზონისთვის მზადებას გუშინ შეუდგა, თურქეთის ქალაქ სიდეში 21 იანვრიდან 1 თებერვლამდე მოემზადება, სადაც 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ცნობილი გახდა, რომ თბილისელები 24 იანვარს ბულგარეთის პლოვდივის "ბოტევს" დაუპირისპირდებიან, 27 რიცხვში უკრაინულ "ოლექსანდრიას", ხოლო პირველ შეკრებას, ასევე, უკრაინულ "ვორსკლასთან" მატჩით დაასრულებენ.

მეორე შეკრებაც თურქეთშია დაგეგმილი, 11-26 თებერვლის ჩათვლით. ამ დროის განმავლობაში ქალაქელებს ხუთი ამხანაგური მატჩის გამართვა სურთ, თუმცა მეტოქეების ვინაობა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეს კი ფეხბურთელებმა ფიზ-მომზადების ტესტი ჩააბარეს. გაირკვა ისიც, რომ 20 იანვარს "საბურთალო" ამხანაგურად "გაგრას" გაეჯიბრება. მატჩი "ბენდელას" სახელობის სტადიონზე 10:30 საათზე დაიწყება.
ასევე იხილეთ თემაზე:
საბურთალო შეკრება

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები