შალკე მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირს იმატებს


შალკე მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირს იმატებს
"ნიურნბერგის" ცენტრალური თავდამსხმელი, გვიდო ბურგშტალერი, კარიერას გელზენკირხენის "შალკეში" გააგრძელებს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "შალკე" "ნიურნბერგს" მოელაპარაკა და 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაიხდის.

ავსტრიელი შემტევი უახლოეს მომავალში გელზენკირხენულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ლურჯებთან" კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ბურგშტალერმა მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები