ჩელსი ექტორით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი ექტორით დაინტერესდა


ჩელსი ექტორით დაინტერესდა
"კიოლნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, იონას ექტორი, ლონდონური კლუბის ინტერესის ქვეშ მოექცა.

ბრიტანული გამოცემა "The Times" იუწყება, რომ "ჩელსი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 26 წლის უკანა ხაზელის დამატებას ეცდება.

ექტორით, რომელსაც ნახევარდაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია, კიდევ რამდენიმე კლუბი, "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "ვოლფსბურგი" ინტერესდება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში იონასმა 16 მატჩი ჩაატარა. მისი მოქმედი ხელშეკრულება გერმანულ კლუბთან 2021 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები